ყველაფერი მწვანე ბარათის შესახებ

აშშ კონგრესის მანდატის ქვეშ არსებული საიმიგრაციო ვიზის პროგრამა „მწვანე ბარათი“ (green card) ყოველ წელს ხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია აშშ-ი ახალი ტიპის იმიგრანტების მიღება, რომლებსაც “სხვადასხვაგვარ იმიგრანტებს” (DV) უწოდებენ. იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ი ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 55 000 ვიზა. ყოველწლიური საიმიგრაციო პროგრამის საშუალებით აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელ ვიზებს იღებენ ის პირები, რომლებიც პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულ მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ. განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის მიხედვით – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მონაწილეობის უფლება საიმიგრაციო ვიზების გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ დაბალი საიმიგრაციო ნაკადის ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს, რადგან ამ ქვეყნებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50 000-ზე მეტი იმიგრანტი არ ჩავიდა აშშ-ი. განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლებისა ან სამუშაო გამოცდილების კუთხით არსებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც საიმიგრაციო ვიზის პროგრამაშია მითითებული.

სარეგისტრაციო პერიოდი
სახელმწიფო დეპარტამენტმა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა 2003 წლიდან განახორციელა იმ მიზნით, რათა საიმიგრაციო ვიზების გათამაშების პროცესი უფრო ეფექტური და უსაფრთხო გამხდარიყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ აქვეყნებს განაცხადის მიღების ვადებს. 2016 წელს განაცხადის მიღების სავარაუდო ვადებია 4 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის 21:00 მდე. ლატარიაში სწორად შევსებულ აპლიკაციას ენიჭება დიდი ყურადღება, ამიტომ გთავაზობთ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით და პროფესიონალებს მოგვანდოთ ეს საქმე. აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენ ოფისებს ან შეავსეთ განაცხადი ონლაინ რეჟიმში ღილაკზე "რეგისტრაცია"-ზე გადასვლით.

მოთხოვნები
ლატარიაში მონაწილეობა შესაძლებელია 21 წლის ასაკიდან. რეგისტრაცისთვის საჭიროა თან იქონიოთ დსიკზე ან მეხსეიერების ბარათზე ჩაწერილი თეთრ ფონზე გადაღებული თქვენი ფოტო, ზომებით 600X600 პიაქსელი, სახე უნდა იკავებდეს ფოტოს 50-60%-ს, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი. თმა უნდა იყოს გადაწეული, ისე რომ ყურები კარგად ჩანდეს. დაუშვებელია ფოტოს გადაღება საყურეებით, ასეთი ფოტო დაწუნებული ქნება ავტომატურად და გაეთიშებით გათამაშებას. თუ განმცხადებელი იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში, უნდა წარმოადგინოს მეუღლის და შვილების მონაცემები, ასევე ფოტები, ზემოთ აღნიშნულ ფორმატში. განმცხადებელს მოეთხოვება: დამთავრებული ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის დამთავრების სერტიფიკატიც საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია – და რომელიც განისაზღვრება, როგორც 12 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით; ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი ტრენინგის გავლა ან ორწლიანი სამუშაო სტაჟი. აშშ შრომის დეპარტამენტის “O*Net OnLine” მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო სტაჟის დადგენა. სტატისტიკურად საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას გათამაშებაში და საშუალოდ 700 მათგანი ხდება გამარჯვებული. 2016 წ. - 680 გამარჯვებული 2015 წ. - 571 გამარჯვებული 2014 წ. - 804 გამარჯვებული 2013 წ. - 806 გამარჯვებული 2012 წ. - 723 გამარჯვებული წელს თქვენი ჯერია, აუცილებლად გაგიმართლებთ!
კონტაქტი